Sunday, June 25, 2017

პროექტი

  1. პროექტის სახელწოდება: "ჩემი კუთხის მუზეუმები"
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)  1-2  წინადადებით: ჩვენს კუთხეში ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელებიც მრავალ სასიკეთო და ღირსეულ საქმეს აკეთებდნენ, მნიშვნელოვანია, მოსწავლეები გაეცნონ მათ მოღვაწეობას და პროექტის დახმარებით მიღებული ცოდნა გაუზიარონ საზოგადოებას.
  3. პროექტის აქტუალობა: სამეგრელო ის კუთხეა, რომელზეც დიდ ილიას უთქვამს: სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო. მოსწავლეები გაეცნობიან სამეგრელოში მცხოვრები საზოგადო მოღვაწეების სახლ-მუზეუმებს და შემოქმედებას.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეისწავლონ და გაიღრმავონ ცოდნა თავიანთი კუთხის მემკვიდრეობის შესახებ, მოაწყონ გასვლა იმ ადგილებში და გაეცნონ ღირსეული ადამიანების მოღვაწეობასა და მათ როლს საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაში.
  5. მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
  6. ვადები/ხანგრძლივობა: ნოემბერი-დეკემბერი, 2017
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
    შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ და ვებ-გალერეა აღნიშნული ადგილების ფოტო მასალითა და ნახატებით; სკოლაში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა; მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას აღნიშნული ადგილის შესახებ, ეს პრეზენტაციებიც განთავსდება პროექტის საიტზე.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, თაბახის ფურცლები, კალამი, სურათები, ჩანახატები, სტენდის ქაღალდი, ფოტოაპარატი.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
    სამეგრელოს ისტორიული მნიშვნელობისა და გეორგაფიული მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ამ ადგილის ამსახველი ხელოვნების ნიმუშების (ლიტერატურა, მხატვრობა, კინო, თეატრი) მოძიება და ამ თემაზე დისკუსიის წარმოება, პრეზენტაციების მომზადება, ჩანახატებისა და ფოტო გამოფენის მოწყობა.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს საგანებში -ისტორიაში(შეისწავლიან რა ადგილის ისტორიას და მის როლს საქართველოსა ისოტირაში),ლიტერატურაში(თუ რომელი მწერლის ან პოეტის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა, რა თქმულებები თუ ხალხური შემოქმედების ნიმუშებია მასზე შექმნილი), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში(ინტერნეტში ამ ადგილებზე მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით).
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ანა ჩხეტია
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ana18chxetia@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:anachkhetia.blogspot.com

Sunday, June 4, 2017

გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

კლასი:
V
თემა:
ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“
(შემაჯამებელი გაკვეთილი)
მიზანი:
·         მოსწავლეებმა შეძლონ ადამიანის ბუნებისადმი დამოკიდებულების გაცნობიერება;
·         მოსწავლეებმა გააცნობიერონ ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით;
·         მოსწავლეებმა შეძლონ ნაწარმოების მხატვრული  თავისებურებაზე დაკვირვება.
შედეგი:
·         მოსწავლეებმა შეძლეს ადამიანის ბუნებისადმი დამოკიდებულების გაცნობიერება;
·         მოსწავლეებმა გააცნობიერეს ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით;
·         მოსწავლეებმა შეძლეს მაწარმოების მხატვრული  თავისებურებაზე დაკვირვება.
ესგ-ს მისაღწევი შედეგი
V 1. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.);
V 1.ნაწარმოების პერსონაჟს წარმოადგენს სხვადასხვა კუთხით;
V 2.გამოდის წყვილის, ჯგუფის მომხენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
V 7. ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
V 8. განარჩევს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს; განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;
V 9. ამოიცნობს და ასახელებს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს;


I აქტივობა
(7წთ)(ფრონტალური  კითხვები)
·         გაკვეთილის მსვლელობა:
·         სიის ამოკითხვა:
 მოსწავლეთა პროვოცირებისთვის დაფაზე გავაკრავ თაბახის ფურცელს, სადაც წერია „ადამიანი და ბუნება“ და ვუსვამ კითხვას: „თქვენი აზრით რატომ მივაწერე ეს სიტყვები დაფაზე?მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს. ამის შემდეგ ვაჩვენებ რეპორტაჟს, რომელიც უკანონო ნადირობას ეხება.
·         ფრონტალური  კითხვები:
1.       რა არის ამ რეპორტაჟში  მოცემული?
2.       რა პრობლემას ეხება ის?
3.       რატომ გახდნენ ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, ქურციკი, იგივე ჯეირანი გადაშენების პირას მყოფნი? ვინ მიიყვანა ისინი გადაშენების პირამდე?
4.      ბიომრავალფეროვნება ანუ მცენარეთა და ცხოველთა ერთობლიობაა,რომ არ დაირღვეს ბალანსი და შევინარჩუნოთ ისინი ამისათვის საჟიროა შევქმნათ ნაკრძალები და ეროვნული პარკები,შემახსენეთ ბუნებისმეტყველებიდან რაარის ნაკრძალი?
II აქტივობა
(12წთ)გონებრივი იერიში























IIIაქტივობა
(შედარება და ენობრივი საკითხის ჩართვა)(7წთ)























IV აქტივობა
(შეჯამების ვარსკვლავი)(7წთ)










(სქემა,ჩვენ და ბუნება)





·         გონებრივი იერიში:
5.       რომელი ჩენს მიერ შესწავლილ ტექსტს ეხმიანება ეს რეპორტაჟი?
6.       რა პრობლემას ეხება ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“?
7.       რომელ პერსონაჟებს გავეცანით, რომელია მთავარი? რომელი არამთავარი?
8.       ვაჟას მოთხრობაში როგორი ურთიერთობაა ადამიანსა და ბუნების შვილებს შორის?რა უსამართლობას სჩადის ადამიანი?
9.       რა უთთიერთობაა ასევე ბუნების შვილებს შორის?(ჩხიკვი, დიდი ლეგა ფრინველი)
10.    როგორ აღწერს ვაჟა ბუნებას? რა დატვირთვა აქვს მას ნაწარმოებში?
11.   როგორი წინათგრძნობა ჰქონდა შველს თავისი სიცოცხლის ბოლო დღეს?
12.   როგორ ეხმიანება ბუნების პეიზაჟი შვლის ნუკრის დედის წინათგრძნობას?
13.   როგორ განიცადა ბუნებამ საზარელი ამბავი?
14.   რა შეფასებას მისცემთ თქვენ ადამიანის ქმედებას?
15.   როდესაც ახალგაზრდა ბიჭი მოინადირებს შველს სიხარულით შესძახებს-„გაუმარჯოს!“ აღტაცების გამომხატველი ეს შეძახილი ამჯერად რა განცდას იწვევს მკითხველში?
16.   რა განცდა გეუფლებათ როდესაც ამ ნაწარმოებს კითხულობთ?
17.   ყველაზე მეტად რამ გაგიმძაფრათ ეს გრძნობა, ტექსტის კითხვისას რამ შეუწყო ხელი, რომ შვლის ნუკრის ტკივილი ყველაზე მახლობელი გამხდარიყო?
დააკვირდით ტექსტს რომელ პირშია თხრობა?როგორ ფიქრობთ რატომ დაწერა ვაჟამ ეს ნაწარმოები პირველ პირში? ამ კითხვის არსს რომ ჩავწვდეთ ამისათვის შევასრულოთ შემდეგი დავალება წყვილებში.
(„პაწაწა ვარ, ობოლი, ბედმა დამიბრიყვა...“, ასე იწყება ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „შვლის ნუკრის ნაამბობი:, როგორ ფიქრობთ, რატომ აალაპარაკა მწერალმა მოთხრობაში შვლის ნუკრი, მას ხომ შეეძლო, თავისი სახელით მოეთხრო შვლის ნუკრის თავგადასავალი? მაგალითად, ასე:“პაწაწა იყო, ობოლი, ბედმა დაიბრიყვა...“
      მოდით თქვენ სცადეთ: ყველა ზმნა პირველიდან მესამე პირში გადაიყვანეთ და ასე გადმოწერეთ მოთხრობის პირველი ორი აბზაცი.
შვლის ნუკრის თავგადასავალი(10წთ)
პაწაწა იყო, ობოლი, ბედმა დაიბრიყვა-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
    ახლა გადაიკითხეთ ორივე ტექსტი-მწერლისეული და თქვენი-პირველ ვარიანტში ნუკრი თვითონ მოგვითხრობს თავის თავგადასავალს, მეორეში მის შესახებაა მოთხრობილი.
·         რომელი ტექსტი აღძრავს უფრო მეტ სიბრალულს?
(ერთი მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას დანარჩენები თავიანთ დამიკიდებულებას დაამატებენ.)
აქტივობა: „შეჯამების ვარსკვლავი“
 მოდით შევაჯამოთ ის ინფორმაცია, რომელიც ტექსტის გარშემო გვაქვს. ამისათვის მოსწავლეები ავსებენ შეჯამების ვარსკვლავს, სადაც აღნიშნავენ: 1.სათაური; 2.რა იგრძენი? 3.გარემოებები; 4.პრობლემა; 5.პრობლემის გადაწყვეტა

მიმართვა კლასს(2წთ)
        ჩვენ ვნახეთ რეპორტაჟი, სადაც ბრაკონიერები ანადგურებენ ბიომრავალფერობნებას. ასევე გავეცანით ვაჟა-ფშაველას მოთხრობას „შვლის ნუკრის ნაამბობი“, სადაც მონადირე აობლებს პატარა შვლის ნუკრს. როგორც ვნახეთ ადამიანს ყველაფრის თავის სასარებლოდ გამოყენების სურვილმა  უგულოდ აქცია. რას იმსახურებენ ისინი? გამოვუტანოთ “ სასჯელი“. (შემდეგ მოსწავლეები გამოუტანენ „სასჯელს“ მონადირეს, ბრაკონიერებს.)
მიმართვა კლასს: (3წთ)
      მას შემდეგ რაც გამოვუტანეთ „სასჯელი“. გავიხსენოთ ისინი, რომლებიც აღიქვამენ ბუნების მშვენიერებას; უყვართ და უვლიან მათ  და შევავსოთ შემდეგი სქემა, სადაც ერთ მხარეს ჩამოვწერთ იმათ, რომლებიც ხედავენ  ბუნების სილამაზეს და უყვართ ის; მეორე მხარეს-კი იმათ, რომლებიც ვერ ხედავენ ბუნების სილამაზეს და ანადგურებენ მას.




(7წთ)
მიმართვა კლასს:
     ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ბუნების სილამაზე აღიქვან და მოუარონ მას, ამიტომ ანადგურებენ მას. ვნახეთ რეპორტაჟი, ასევე ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებში გავეცანით სხვა პერსონაჟებს. როგორც ვნახეთ ეს პრობლემა მეცხრამეტე-მეოცე  საუკუნეების მიჯნაზე აქტუალური იყო და ვაჟამ ნაწარმოები მიუძღვნა მას. დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, როგორც არასდროს, ისევ დგას იგივე პრობლემა და ჩვენგან რეაგირებას ელის, ამისათვის     მოიფიქრეთ ლოზუნგები წყვილებში, რომლითაც მიმართავთ იმათ, რომლებიც ანადგურებენ ბუმებას.(მოსწავლეები გააკრავენ ლოზუნგებს დაფაზე წინასწარ განსაზღვრულ ადგილას)
შეფასება:
(3წთ)
განმსაზღვრელი;
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შექმნილი სქემის მიხედვით, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა)ტექსტის გაგებისა და წვდომის უნარი
ბ)ანალიზის გაკეთება
გ)შემოქმედებითობა
დ)აქტივობებში ჩართულობა

საშინაო დავალება(2წთ)
წერითი დავალება: განავრცეთ აღნიშნული შეგონება და მიეცით ესეს ან საგაზეთო სტატიის ფორმა,სათაური თვითონვე შეურჩიეთ
რესურსი:
კომპიუტერი, მოსწავლის წიგნი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცელი, ფორმატის ქაღალდი, სქემები,პროექტორი.

პროექტი

პროექტის სახელწოდება: "ჩემი კუთხის მუზეუმები" პროექტის მთავარი იდეა (თემა)  1-2  წინადადებით:  ჩვენს კუთხეში ბევრი ღირსეული ადამ...